შეფასების რუბრიკები

სლაიდშოუს შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი
                                                                                                                                                                                

დაგეგმვა

ადვილად იკითხება თუ არა თქვენი სლაიდშოუ?

სლაიდშოუზე არსებული სივრცე სათანადოდ და ეფექტურად არის თუ არა გამოყენებული და გათვალისწინებულია თუ არა შესაბამისი ფორმატი?

აუმჯობესებს თუ არა სურათები თქვენს სლადიშოუს და ხელს უწყობს თუ არა ინფორმაციის უკეთ გადმოცემას?    

არის თუ არა ინფორმაციის და სლაიდების თანმიმდევრობა მკაფიო და ლოგიკური? 



მათემატიკა

არის თუ არა ცხრილში მოცემული და სათანადოდ წარმოდგენილი  მოძიებული  მონაცემები?

არის თუ არა მათემატიკური ტერმინები/პროცესები განხილული და ახსნილი?


მოსწავლის  მიერ  მონაცემების მოგროვების, ანალიზის და სტატისტიკის  შეფასების რუბრიკა  
შეფასების კრიტერიუმები 
მაღალი 9-10 ქულა
საშუალოზე მაღალი 7-8 ქულა
საშუალო 5-6 ქულა
საშუალოზე დაბალი 3-4 ქულა
მონაცემების შეგროვება
აგროვებს ვრცელ მონაცემებს და აკურატულად აღრიცხავს მათ.
აგროვებს საკმარის მონაცემებს და აკურატულად აღრიცხავს მათ.
მონაცემებს აგროვებს, თუმცა გარკვეული შეცდომებით.
აგროვებს ცოტა მონაცემს, ან აკურატულად არ აღრიცხავს მას.
მონაცემების წარმოჩენა
იყენებს ტექნოლოგიებს მონაცემების ეფექტურად და აკურატულად წარმოსაჩენად სორტირებისა და კარგი ორგანიზების გზით.
იყენებს ტექნოლოგიას, რომ აკურატულად წარმოჩინოს მონაცემები სორტირების გზით.
იყენებს ტექნოლოგიას, რომ აკურატულად წარმოჩინოს მონაცემები სორტირების გზით, თუმცა უშვებს შეცდომებს.
იყენებს ტექნოლოგიას არასრული მონაცემების წარმოსადგენად ან დამაბნეველად წარმოაჩენს მონაცემებს.
რეკომენდაციები
იყენებს მონაცემებს გონივრული, შემოქმედებითი რეკომენდაციების ჩამოყალიბებისათვის.
იყენებს მონაცემებს გონივრული რეკომენდაციების ჩამოყალიბებისათვის.
იყენებს მონაცემებს ისეთი რეკომედაციების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც ნაწილობრივ არ ეყრდნობა მონაცემებს.
აკეთებს რეკომენდაციებს,რომლებიც არ ეყრდნობა მონაცემებს.
დასკვნები
იყენებს მონაცემებს, რომ დასკვნები დამარწმუნებლად დაასაბუთოს.
იყენებს მონაცემებს დასკვნების დასაბუთებისათვის.
იყენებს მონაცემებს, რომ დასკვნები ნაწილობრივ დაასაბუთოს.
გამოაქვს მონაცემებთან შეუსაბამო დასკვნები.
                                                                                                                                                                                 

მოსწავლეთა თვითშეფასება

1      შევადგინე კითხვარი ინტერვიუსთვის

შევადგინე                                                                                   ვერ შევადგინე
2      ჯგუფის წევრები იზიარებენ  ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს

არასოდეს                                                                                                ყოველთვის
3      ჩემსა და ჯგუფის დანარჩენ წევრებს შორის  საქმიანი და ჰარმონიული ურთიერთობაა

არასოდეს                                                                                                ყოველთვის
4      შევძელი მონაცემების ანალიზი და ორგანიზება ხელსაყრელი ფორმით

შევძელი                                                                                      ვერ შევძელი
5      გავიგე რამდენად აუცილებელია სხისი გამოცდილების გაზიარება

        გავიგე                                                                             ვერ გავიგე
6      გავიგე როგორ გავაკეთო დამაჯერებელი პრეზენტაცია

გავიგე                                                                                          ვერ გავიგე

7      გავიგე როგორ მივიღო ის, რაც მინდა!

გავიგე                                                                                          ვერ გავიგე


Комментариев нет:

Отправить комментарий