პროექტის თემის სახელწოდება: "ოქროს კვეთა"-მათემატიკური ფორმულა ყველგან და ყველაფერში.
პროექტის იდეა დაიბადა მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა შეისწავლეს სიმეტრია და პარაგრაფის ბოლოს მოცემული იყო "ეს საინტერესოაში" ინფორმაცია "ოქროს კვეთის" შესახებ. ჩემი მიზანი იყო დავხმარებოდი მოსწავლეებს მათემატიკის, როგორც სამყაროს
აღწერისა და მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისებაში. ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერებაში, "ოქროს კვეთის" გამოყენების გაცნობაში სხვადასხვა დარგში.
პროექტზე მოსწავლეებმა იმუშავეს ორი კვირის განმავლობაში. კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად. თითოეულმა ჯგუფმა აირჩია თემა: "ოქროს კვეთა ხელოვნებაში და გეოგრაფიაში", "ოქროს კვეთა ბუნებასა და ბილოგიაში", "ოქროს კვეთა პოეზიასა და მუსიკაში", "ოქროს კვეთა არქიტექტურაში". ისინი ხალისით ასრულებდნენ დაკისრებულ სამუშაოს. ჯგუფის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია თემის შესაბამისად.ჯგუფებში გაინაწილეს როლები. მუშაობისას ვაკონტროლებდი მოსწავლეების მუშაობას და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვერეოდი. მუშაობის პროცესში ვიყავი მხოლოდ დამხმარე. ვაკვირდებოდი თითოელი მოსწავლის ჩართულობას. მათ PowerPoint პროგრამაში გააკეთეს მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტაცია, რომელიც წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას, პრეზენტატორები მოუყვნენ თანატოლებს, მასწავლებლებს, დამსწრე საზოგადოებას "ოქროს კვეთის" შესახებ და მის გამოყენებაზე სხვადასხვა დარგში. წარმოდგენილი პრეზენტაციები საინტერესო აღმოჩნდა და საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეებმა შეძლეს ტექნოლოგიების გამოყენება.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები თანამშრომლობდნენ ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას, ამჟღავნებდნენ კორექტულობას მასწავლებელთან და მეგობრებთან მიმართებაში;
პროექტზე მუშაობით და პრეზენტაციით მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა "ოქროს კვეთის" შესახებ, აგრეთვე თუ რა გამოყენება აქვს სხვადასხვა დარგში. მათ გაიღრმავეს ცოდნა არა მარტო მათემატიკაში, არამედ ხელოვნებაში, მუსიკაში, ლიტერატურაში, ისტორიაში. დახვეწეს საჭირო უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში. პროექტმა ხელი შეუწყო სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის გამთლიანებას (ტრანსფერი), ინტერპრეტირებას და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. აგრეთვე აზროვნების, კვლევის უნარის განვითარებას.
პროექტზე მუშაობა ძალიან სახალისო და საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის. ამაღლდა მოტივაცია.
Комментариев нет:
Отправить комментарий